სკოლის ისტორია
ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი დაარსდა 2002 წელს ნინა ჩიკვაშვილის მიერ. პირველი კამპუსი ამავე წელს გაიხსნა ქალაქ ქუთაისში, ხოლო 2016 წელს ბათუმში და შემდგომ უკვე თბილისში 2017 წელს.
ამერიკული სკოლა პროგრესი იყო პირველი კერძო სკოლა დასავლეთ საქართველოში, რომელმაც შექმნა სასწავლო გეგმა, რომელიც ხელს შეუწყობდა ინგლისურის, როგორც მეორე ენის სწავლებას, აგრეთვე მათემატიკასა და მეცნიერების ინგლისურ ენაზე სწავლებას.
პროგრესი იყო პირველი კერძო სკოლა დასავლეთ საქართველოში, რომელმაც დანერგა STEM საგნების ინგლისურ ენაზე შესწავლა..
2014-2015 წლებში პროგრესმა აშშ-ს უმაღლესი სასწავლებლების საბჭოს College Board პროგრამების ადმინისტრირება დაიწყო და მალე მისი დიდი ოჯახის წევრი გახდა.
ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი:
- ახორციელებს სკოლამდელ, დაწყებით, საბაზო, საშუალო განათლებისა და წინასაუნივერსიტეტო პროგრამებს. ასევე, სკოლას აქვს ამერიკული საატესტატო-სადიპლომო უმაღლესი სკოლა.
- აქვს ორმაგი აკრედიტაცია - როგორც საქართველოს განათლების ხარისხის მართვისა და განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების სააკრედიტაციო ორგანოს “COGNIA” -ს მიერ;
- მიღებული აქვს ავტორიზაცია “College Board”-ის მიერ, ადმინისტრირება გაუწიოს ისეთ პროგრამებს , როგორიც არის : AP, PSAT, SAT, SAT subjects, ACT, GR;
- სკოლაში მოსწავლეები ემზადებიან და აბარებენ ისეთ საერთაშორისო გამოცდებს, როგორებიცაა: SAT, AP, CAAT, PET, FCE, IELTS, TOEFL და Goethe FIT;
- სკოლას აქვს არაფორმალური განათლების სამსახური, რომლის ფარგლებშიც ფუნქციონირებს - ბიზნესის, STEM-ის, ჭადრაკის, ინტელექტუალური და სხვა მრავალი კლუბი;
სკოლა პროგრესის მისიაა, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით მოზარდებს ჩამოუყალიბოს ისეთი კომპეტენციები, რომლებიც ხელს შეუწყობს წიგნიერი, ინფორმირებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე პიროვნების ჩამოყალიბებას, რის შედეგადაც შეძლებენ მუდმივად ცვალებად და განვითარებად სამყაროში ადაპტირებას.