2024-02-28
8, 9 და 10 მარტს პროგრესი წიგნისა და განათლების მე-2 მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას
გამოფენის ფარგლებში ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაზე თემით “საერთაშორისო განათლების ძირითადი ელემენტების შესწავლა: არაფორმალური განათლება და საუნივერსიტეტო ორიენტაცია” წარსდგებიან ჩვენი გუნდის წევრები:
- მაკა კაჭკაჭიშვილი - ინოვაციური და არაფორმალური განათლების სამსახურის უფროსი
- ქეთი გორდეზიანი - საუნივერსიტეტო მრჩეველი
ღონისძიებაზე ჩვენი სკოლით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ სრული ინფორმაცია სასწავლო და საერთაშორისო პროგრამების, ასევე, წარმატებული პროექტების შესახებ. ადგილზე ვიქტორინა ჩატარდება, გამარჯვებულებს საჩუქრები გადაეცემათ.
Batumi Book & Education 2024-ის მიზანია, წიგნის კითხვის პოპულარიზაცია, საგამომცემლო სექტორის განვითარების ხელშეწყობა და თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობა.