გრძელდება ჩვენი მოსწავლეების მოგზაურობა NASA-ში
ჩვენი სკოლის მოსწავლეების მოგზაურობა NASA-ში გრძელდება. ამჯერად ისინი ჰიუსტონის კოსმოსურ ცენტრს ესტუმრნენ და პროფესორ ტეს კასველს შეხვდნენ, რომელმაც ერთი თვე კოსმოსური ჰაბიტატის ანალოგში გაატარა (HERA).
დღის განმავლობაში, ახალგაზრდა გამომგონებლებმა მარსზე ასტრონავტებისთვის საჭირო ჰაბიტატის შექმნაზე იმუშავეს.
შეგახსენებთ, რომ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2022 წლის გამარჯვებული გუნდი LIGGA ნასაში გაემგზავრა რომელთა ორი წევრი ირაკლი ქუცნაშვილი და ალექსი კუხიანიძე ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესის მოსწავლეები არიან.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2015 წლიდან საქართველოში, აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით ხორციელდება.
გუნდს მენტორობა გაუწიეს ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესის STEM კლუბის ხელმძღვანელებმა მარეხი მაზანაშვილმა და უტა კილასონიამ.
"რადიაციის კვლევის, მონიტორინგისა და უსაფრთხოების სისტემა"- გუნდის მიერ შექმნილი ამ პროექტის საშუალებით, შესაძლებელია ოთახებსა და შენობებში რადიაციის დონის კონტროლი და მისი გავრცელების არეალის განსაზღვრა