“საგანმანათლებლო პროგრესის სათავეში” - ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესის დამფუძნებლის, ნინა ჩიკვაშვილის ინტერვიუ Forbs Georgia-სთან
მოხარულები ვართ წარმოგიდგინოთ ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესის დამფუძნებლისა და ბრენდის ავტორის, ნინა ჩიკვაშვილის ინტერვიუ Forbes Georgia-სთან.
Forbs Georgia-ს 29-ე ინგლისურ ნომერში ნინა ჩიკვაშვილი სკოლა პროგრესის დაფუძნების იდეაზე, განვლილ გზასა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
ნინა ჩიკვაშვილის მიერ ქალაქ ქუთაისში დაწყებული საგანმანათლებლო ბიზნესი დღეს საქართველოში სამ სკოლას აერთიანებს, 2000 მოსწავლითა და კურსდამთავრებულთა ფართო ქსელით. ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესის ისტორია უკვე 20 წელზე მეტია, იქმნება, თუმცა საგანმანათლებლო ჰოლდინგის ხედვა ბევრად ამბიციურია, ვიდრე გასული წლების მიღწევები.
გაეცანით ვრცლად ინტერვიუს: bit.ly/3qbedQY
ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესის კონცეფციაა - ხარისხიანი განათლება, ორენოვანი სწავლა, ორმაგი დიპლომი (სახელმწიფო და ამერიკული „საერთაშორისო“ დიპლომი), მრავალფეროვანი და მულტიკულტურული გარემო, სწავლების განსხვავებული და ინოვაციური მიდგომები.